ქართველებს „აპოელში“ პორტუგალიელი რიკარდო სა პინტო გაწვრთნის #1TVSPORT
ქართველებს „აპოელში“ პორტუგალიელი რიკარდო სა პინტო გაწვრთნის #1TVSPORT

ნიქოზიას „აპოელს“, სადაც სამი ქართველი (ლაშა დვალი, მურთაზ დაუშვილი, გიორგი ქვილითაია) ფეხბურთელი თამაშობს, პორტუგალიელი სპეციალისტი რიკარდო სა პინტო გაწვრთნის.

„„აპოელში“ ჩემი მუშაობის მთავარი მიზანია, გუნდმა წარმატება და ტიტულები დაიბრუნოს როგორც კვიპროსში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი კვლავ უნდა გავხდეთ დიდი ტურნირების მონაწილეები. მალე „აპოელი“ კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, სადაც მთავარი მიზანი ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იქნება“, – ამბობს პორტუგალიელი სპეციალისტი.

სა პინტო პორტუგალიელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელია. ცნობილია ლისაბონის „სპორტინგსა“ და პორტუგალიის ნაკრებში (45 მატჩი, 10 გოლი) თამაშით. ევრო 2000-ზე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. მოთამაშის კარიერა კი ბელგიურ „სტანდარდში“ დაასრულა.

2012 წლის 13 თებერვალს დაინიშნა ლისაბონის „სპორტინგის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. გუნდი გაიყვანა ევროპალიგის ნახევარფინალამდე და პორტუგალიის თასის ფინალში. შემდეგ იყო „ცრვენა ზვეზდა“, სადაც მხოლოდ 100 დღე იმუშავა. ასევე უმუშავია ბერძნულ „ოფში“, „ატრომიტოსში“, „ბელენენსესში“, საუდის არაბეთის „ალ-ფათეჰში“, „სტანდარტში“, პოლონურ „ლეგიაში“, ბრაზილიურ „ვასკო და გამაში“, თურქულ „გაზიანთეფში“, პორტუგალიურ „მორეირენსეში“, ბოლოს კი ირანულ „ესტეღლალში“.

პორტუგალიელი საკმაოდ წარმატებული სპეციალისტია. მაგრამ არცერთ გუნდში, რომელსაც უახლოეს წარსულში წვრთნიდა, 42-ზე მეტი მატჩი არ აქვს ჩატარებული. ეს „რეკორდი“ ბელგიურ „სტანდარტში“ დაამყარა, სადაც ბელგიის თასი მოიგო. სხვაგან 30 მატჩს ძლივს გადააჭარბა. მეორე ადგილზეა ირანის „ესტეღლალი“ (36 თამაში), შემდეგ მოდის ბერძნული „ოფი“ (34).