ქართველების წარმატებული ტური პოლონეთში #1TVSPORT
ქართველების წარმატებული ტური პოლონეთში #1TVSPORT

პოლონეთის ექსტრაკლასას მეორე ტური ქართველი ფეხბურთელებისთვის წარმატებული გამოდგა – ორმა გუნდმა მოიგო, ერთი ფრეს დასჯერდა.

სანდრო კალანდაძის პლოცკისვისლა“ გასვლაზე „რაკოვს“ დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა – 2:1. ქართველი მცველი პლოცკელების შემადგენლობაში 64-ე წუთზე იღბლიანად გამოჩნდა. სტუმრებმა გამარჯვების გოლი შვიდ წუთში გაიტანეს.

ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ „ტერმალიკა ნიეჩიეზას“ უმასპინძლა და 2:0 სძლია. საქართველოს ნაკრების მცველმა კრაკოველები მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა, შეუცვლელად ითამაშა და მაღალი შეფასება (7,1) დაიმსახურა.

ქართველების გუნდებიდან მხოლოდ გდინიასარკამ“ ვერ მოიგო, რომელმაც რადომისრადომიაკს“ უმასპინძლა – 1:1. ქართველი ნახევარმცველი თორნიკე გაფრინდაშვილი მასპინძელთა განაცხადში იყო და შეცვლაზე 70-ე წუთიდან ითამაშა.