ქართველების „სლოვანმა“ შანსი გაანიავა - „ფერენცვაროშმა“ გასვლაზე გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზეა #1TVSPORT
ქართველების „სლოვანმა“ შანსი გაანიავა - „ფერენცვაროშმა“ გასვლაზე გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზეა #1TVSPORT

ვლადიმერ ვაისის „სლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრულ „ფერენცვაროშთან“ დაახლოებით იგივე მტკივნეული მარცხი იწვნია, როგორც სლოვაკეთის ჩემპიონთან ბათუმის „დინამომ“.

უნგრეთის ჩემპიონთან ბრატისლაველებმა პირველი მატჩი გასვლაზე 2:1 მოიგეს და საკუთარ მოედანზე ფრეც ჰყოფნიდათ. სლოვაკეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში სამივე ქართველი ფეხბურთელი იყო – გურამ კაშიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ჯაბა კანაკავა (52-ე წუთზე ყვითელი მიიღო) 90+2-ე წუთზე შეცვალეს.

უნგრელებმა პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს და 0:2 მოიგეს – ამ ანგარიშით შემდეგ ეტაპზე „ფერენცვაროში“ გავიდოდა. თუმცა, პირველ ტაიმში ჩაკვეტაძის გადაცემით ტიგრან ბარსეგიანს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. 70-ე წუთზე ვერნონ დე მარკომ სტუმართა კარი აიღო და სლოვაკებს იმედი დაუბრუნდა. მაგრამ 89-ე და 90+5-ე წუთზე ბუდაპეშტელებმა კიდევ ორჯერ აიღეს „სლოვანის“ კარი.

ფერენცვაროშმა“ 4:1 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, ხოლო ვლადიმერ ვაისის „სლოვანი“ ევროპის ლიგაზე გადაერთვება.