ქართველების „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა #1TVSPORT
ქართველების „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა #1TVSPORT

სლოვაკეთის ჩემპიონმა, ბრატისლავისსლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წამატებით გადალახა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, სტუმრად ლუქსემბურგის „ესპერანჟი“ 2:0 დაამარცხა.

ამ გუნდების პირველი მატჩი 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრაში ჯაბა კანკავა და გურამ კაშია „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს.

საპასუხო მატჩის მე-10 წუთზე ლუქსემბურგელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც დომინიკ შტოლცმა შეასრულა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

სლოვაკებმა კი თავიანთი შანსებით იდეალურად ისარგებლეს. მათ ორჯერ მიიღეს თერთმეტმეტრიანი საჯარიმოს შესრულების უფლება, ვლადიმირ ვაისის ვაჟმა ორივე პენალტი ზუსტად დაარტყა და „სლოვანი“ მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთის ჩემპიონის მეტოქე ბოსნიური „ზრინსკი“ იქნება, რომელმაც სომხეთის ჩემპიონი „ურარტუ“ პენალტების სერიაში დაამარცხა.