ქართველების შანსი ავსტრიაში - კიტეიშვილისა და ალთუნაშვილის გუნდებმა, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საგზურები მოიპოვონ #1TVSPORT
სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგმა“ შინ „ლინცი“ 2:0 დაამარცხა და ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში მეორე ადგილზეა.
„ვოლფსბერგერისთვის“ თამაში სასურველი სცენარით დაიწყო და მე-6 წუთზე მარკუს პინკის გოლით დაწინაურდა. საბოლოო ანგარიში კი 53-ე წუთზე მაქსიმილიან ულმანმა დააფიქსირა. მეორე მატჩია, ალთუნაშვილი განაცხადში არ ყოფილა.
ვენის „აუსტრია“ საკუთარ მოედანზე „რაპიდთან“ 1:2 დამარცხდა, რამაც სატურნირო ცხრილში ცვლილება გამოიწვია. ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ 39 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსანმა „ვოლფსბერგერმა“ 36 ქულა დააგროვა.
ასე რომ, სავსებით რეალურია, ავსტრიის ჩემპიონის ოქროსა და ვერცხლის მედლები ქართველების გუნდებმა გაინაწილონ და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზურებიც მოიპოვონ, რადგან ავსტრიიდან ლიგაზე ორი გუნდი გადის.