ქართველების სადებიუტო თამაშები სლოვაკეთში - „ზლატე მორავცე“ და „მიხალოვცე“ დამარცხდნენ #1TVSPORT
სლოვაკეთის ჩემპიონატში ქართველმა ფეხბურთელებმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარეს „ზლატე მორავცეში“, რომელიც „ბანსკა ბისტრიცას“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ჯინჯოლავა (90 წუთი ითამაშა) და იური ტაბატაძე (65), ხოლო ლევან ნონიკაშვილი მოედანზე შეცვლაზე (65-ე წუთიდან) შევიდა.
„ბანსკა ბისტრიცამ“ უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა – იმის მიუხედავად, რომ გუნდი 51-ე წუთზე 10 ფეხბურთელით დარჩა, ორივე გოლი ამის შემდეგ გაიტანა.
ამავე ტურში „მიხალოვცე“ „პოდბრეზოვას“ ესტუმრა და 1:2 წააგო. სტუმართა შემადგენლობაში გორის „დილას“ ყოფილი მცველის, თორნიკე ძოწენიძის დებიუტი შედგა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.
19 ტურის შემდეგ „ზლატე მორავცეს“ ჯერ ერთი მოგებაც არ აქვს – ოთხი ქულით ბოლო ადგილზეა, „მიხალოვცე“ კი მას მხოლოდ ორი ქულით ასწრებს და ბოლოსწინა საფეხურზეა.