ქართველების სადებიუტო გოლები პოლონეთში - გვილიამ მოიგო, არველაძემ ქულა გადაარჩინა
ქართველების სადებიუტო გოლები პოლონეთში - გვილიამ მოიგო, არველაძემ ქულა გადაარჩინა

ვაკო გვილიამ პოლონეთში სადებიურო გოლი გაიტანა – საქართველოს ნაკრებისა და „გურნიკის“ ნახევარმცველმა თავი ექსტრაკლასას 23-ე ტურში ქართველების გუნდთან გამოიჩინა.

ზაბჟეს გუნდმა პოლონეთის ექსტრაკლასას 23-ე ტურში სოსნოვიეცის „ზაგლებიეს“ უმასპინძლა (გიორგი გაბედავას და გიორგი ივანიშვილს არ უთამაშიათ) და მე-12 წუთზე ვაკო გვილიას გოლით დააწინაურდა. საბოლოოდ, გვილიას გუნდმა ანგარიშით – 2:1 მოიგო.

ეფექტური გოლით თავი ვატო არველაძემ გამოიჩინა: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელს კიელჩეს „კორონას“ ფორმით აქამდეც გაეტანა, მაგრამ პოლონეთის თასზე, ჩემპიონატში კი თავი პირველად გამოაჩინა. 20 წლის არველაძე მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა და 84-ე წუთზე ლამის აუტიდან შესრულებული ჯარიმა ეფქტურ გოლად აქცია და „კორონამ“ ქულა გადაარჩინა – 1:1.

გვილიას „გურნიკი“ 23 ქულით მე-12 ადგილზეა, ივანიშვილისა და გაბედავას „ზაგლებიე“ 15 ქულით ბოლო, მე-16 პოზიციაზეა, ხოლო არველაძის „კორონა“ მეხუთეა და ევროსარბიელზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.