ქართველების ოთხი ოქროს მედალი ბრაზილიიდან
ქართველების ოთხი ოქროს მედალი ბრაზილიიდან

რიო დე ჟანეიროში დასრულა მსოფლიო სერიის რიგით მეორე ტურნირი საპლაჟო ჭიდაობაში, სადაც ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა 100% იანი შედეგით დაასრულა ასპარეზობა.

შეჯიბრება ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა და ყველაში ქართველმა ფალავნებმა იმარჯვეს, ტურნირს ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ.), დავით ხუციშვილი (80 კგ.), დავით მარსაგიშვილი (90 კგ.) და მამუკა კორძაია (+90 კგ.) გახდნენ.

ქელეხსაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელ რადულოვს მოუგო, ხუციშვილმა აზერბაიჯანელი იუსუბოვი დაამარცხა, მარსაგიშვილმა საჩემპიონო ბრძოლაში პაკისტანელ მუჰამად ინამს სძლია, კორძაიამ კი აზერბაიჯანელ ნაზარიანს აჯობა.

აღნიშნული ტურნირი სან-დიეგოს ქვიშის თამაშებზე მოსახვედრი მეორე სალიცენზიო ტურნირი იყო.

70 კგ.
1. ლევან ქელეხსაშვილი (საქართველო)
2. სემენ რადულოვი (უკრაინა)
3. რიიცე ჰუმპრი (აშშ)

80 კგ.
1. დავით ხუციშვილი (საქართველო)
2. იბრაჰიმ იუსუბოვი (აზერბაიჯანი)
3. სამი უნალი (თურქეთი)

90 კგ.
1. დავით მარსაგიშვილი (საქართველო)
2. მუჰამად ინამი (პაკისტანი)
3. კანან ალიევი (აზერბაიჯანი)

+90 კგ.
1. მამუკა კორძაია (საქართველო)
2. ოიან ნაზარიანი (აზერბაიჯანი)
3. იოანის კარგიოტაკისი (საბერძნეთი)

წყარო – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია