ქართველების ორი ოქრო და ორი ვერცხლი
ქართველების ორი ოქრო და ორი ვერცხლი

მინსკში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა წყალშიმხტომელებმა 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრზე 80 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრები თორნიკე ონიკაშვილი და სანდრო მელიქიძე. ქართველმა სპორტსმენებმა წყვილთა შორის 3 მეტრიდან სინქრონულ ხტომაში საუკეთესო შედეგი, 338 ქულა დააგროვეს და ოქროს მედალი აიღეს.

ონიკაშვილმა პირველი ადგილი ინდივიდუალურ შეჯიბრშიც დაიკავა. 18 წლის სპორტსმენმა 3 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 354 ქულა მოიპოვა, რაც მისი პირადი რეკოდია. ამავე დისციპლინაში მეორე პოზიციაზე გავიდა სანდრო მელიქიძე. 1 მეტრიდან ხტომაში კი ონიკაშვილმა ვერცხლის მედალიც მოიგო.

ქართველ წყალშიმხტომელებს 2019 წელს ორი მნიშნელოვანი ტურნირი ექნებათ. მსოფლიო უნივერსიადა ივლისში ნეაპოლში ჩტარდება. ევროპის ჩემპიონატს კი კიევი აგვისტოში უმასპინძლებს.