ქართველების „ლეხი“ კონფერენს ლიგაზე „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება #1TVSPORT
ქართველების „ლეხი“ კონფერენს ლიგაზე „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის პოზნანის „ლეხი“ კონფერენს ლიგის მეოთხედფინალში წილისყრამ „ფიორენტინასთან“ დააწყვილა.

წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ევროპის საფეხბურთო კავშირში გაიმართა. პოლონეთის ჩემპიონის შესაძლო მეტოქეები იყვნენ „ალკმაარი“, „ფიორენტინა“, „ვესტ ჰემი“, „ბაზელი“, „გენტი“, „ანდერლეხტი“ და „ნიცა“.

საბოლოოდ, გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ლეხი – ფიორენტინა

ალკმაარი – ანდერლეხტი

ბაზელი – ნიცა

გენტი – ვესტ ჰემი

ასევე ცნობილი გახდა, ნახევარფიონალში ერთმანეთს რომელი წყვილის გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან: „ლეხი“ – „ფიორენტინა“/„ბაზელი“ – „ნიცა“ „გენტი“ – „ვესტ ჰემი“/„ალკმაარი“ – „ანდერლეხტი“.

პირველ მეოთხედფინალურ მატჩს „ლეხი“ 13 აპრილს პოზნანში გამართავს, ხოლო 20 აპრილს – იტალიაში. 1/2-ფინალური მატჩები 11 და 18 მაისს დაიგეგმა, ხოლო ფინალი 7 ივნისს პრაღაში, სტადიონ „ედენ არენაზე“ გაიმართება, სადაც 2013 წლის უეფა-ს სუპერთასის და ახალგაზრდული ევრო 2015-ის ფინალი ჩატარდა.