ქართველების გუნდმა კალიფორნიული დერბი წააგო

14:53, 31.03.2019
VANCOUVER, BC - SEPTEMBER 01: Vako (11) of the San Jose Earthquakes (left) and Russell Teibert (31) of the Vancouver Whitecaps fight for the ball at BC Place on September 1, 2018 in Vancouver, Canada. (Photo by Christopher Morris - Corbis/Corbis via Getty Images)

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის სან-ხოსემ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და მდგომარეობა ვერც მეოთხე ტურში გამოასწორა.

ავაია სტედიუმზე კალიფორნიული დერბი გაიმართა: მატიას ალმეიდას გაწვრთნილმა სან-ხოსემ დასავლეთ კონფერენციის ლიდერს ლოს-ანჯელესს უმასპინძლა, რომლსაც ამერიკის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ბობ ბრედლი ავარჯიშებს. მაყურებლების მხარდაჭერის მიუხედავად, სანხოსელები დიდი ანგარიშით დამარცხდნენ – 0:5. ჰეთ-თრიქი მექსიკის ნაკრების თავდამსმელმა, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე კარლოს ველამ შეასრულა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები სან-ხოსეს ძირითად შემადგენლობაში იყვნენ – კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ყაზაიშვილმა კი მოედანი შესვენების შემდეგ, 46-ე წუთზე წუთზე დატოვა.

ოთხი ტურის შემდეგ სან-ხოსე დასავლეთ კონფერენციაში ოთხი წაგებით ბოლო, მე-12 ადგილზეა.

მსგავსი