ქართველების გუნდის შეკრება გადაიდო - „აპოლონი“ ავსტრიაში ვირუსის გამო ვერ გაემგზავრა #1TVSPORT
ქართველების გუნდის შეკრება გადაიდო - „აპოლონი“ ავსტრიაში ვირუსის გამო ვერ გაემგზავრა #1TVSPORT

ლიმასოლის „აპოლონში“, სადაც გიორგი პაპუნაშვილი და რეზი ინჯგია თამაშობენ, ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამან გუნდის მოსამზადებელი გეგმები სრულიად არია.

აპოლონში“ ჩატარდა სწრაფი ტესტები Covid-19 ანტიგენზე და დადებითი შედეგი გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს დაუდგინდა, რომლის გვარსაც არ ამხელენ. ყველა სხვა ტესტი უარყოფითი იყო.

კორონავირუსის შემთხვევამ „აპოლონს“ მრავალი პრობლემა შეუქმნა. გუნდმა აცნობა გულშემატკივრებს, რომ ამხანაგური თამაში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისთან“ გაუქმდა.

4 ივნისს გადაიდო გამგზავრება ავსტრიაში, სადაც გუნდს მოსამზადებელი ეტაპის ძირითადი ეტაპი უნდა ჩაეტარებინა. კლუბში გადაწყვეტილების მიზეზად საფეხბურთო გუნდის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაასახელეს. ლიმასოლის გუნდში არ სურთ, რომ ახალი შემთხვევები აღმოჩნდეს და შეკრებაზე დროებით უარი ვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად თქვეს.

გუნდი კვიპროსზე დარჩება და მომზადებას გააგრძელებს, მაგრამ თუ კორონავირუსთან დაკავშირებული სხვა პრობლემები არ დადასტურდება, მაშინ „აპოლონი“ ავსტრიაში მოგვიანებით გაემგზავრება, რადგან ალპებში უკეთესი მოსამზადებელი პირობებია და ბევრად უკეთესი სპარინგ-პარტნიორებიც ეყოლება, ვიდრე – კვიპროსზე.