ქართველების გუნდის მტკივნეული მარცხი - „როტორი“ ბოლო ადგილს ვერ ასცდა
ქართველების გუნდის მტკივნეული მარცხი - „როტორი“ ბოლო ადგილს ვერ ასცდა

რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტური უიღბლო გამოდგა ვოლგოგრადის „როტორისთვის“, სადაც ქართველები თამაშობენ – გუნდი „კრასნოდარს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

როტორის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს ნაკრების წევრები, საბა კვირკველია და ზურიკო დავითაშვილი, ასევე ბათუმის „დინამოდან“ იჯარით წასული თავადმსხმელი ჯოვინო ფლამარიონი.

შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა მსაჯის გადაწყვეტილებამ, რომელმაც 30-ზე ვოლგოგრადელთა ვენესუელელი თავდამსხმელი ანდრეს პონსე გააძევა. ამ დროს ანგარიში 1:0 იყო. მერე „კრასნოდარმა“ გოლი ქართველის შეცდომით გაიტანა. მე-40 წუთზე კვირკველიამ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, მასპინძლებმა კი პენალტის შესრულების უფლება გამოიყენეს და ანგარიში 2:0 გახდა.

დავითაშვილს მე-19 წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლო, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ კარის წინ მარტო დარჩა და ერთი შეხებით დაარტყა – მეკარემ ბურთი ნახტომში მოიგერია და გუნდი გადაარჩინა. პირველივე ტაიმის შემდეგ დავითაშვილი ნიკა ყიფიანმა შეცვალა. ბექა მიქელთაძე 65-ე წუთზე მოედანზე ჯოვინოს ნაცვლად შევიდა და ოთხ წუთში მეტოქის კართან სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ბურთი კარს ოდნავ ასცდა.

17 ტურის შემდეგ „როტორი“ რვა ქულით ბოლო ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის რეალური კანდიდატია.