ქართველების გოლები და საგოლე გადაცემები სლოვაკეთში – გაგუა ისევ საუკეთესოებშია #1TVSPORT

01:37, 12.10.2026

ყველაზე დიდი ქართული საფეხბურთო დიასპორა სლოვაკეთშია, სადაც ლამის ყველა ტურში რომელიმე მათგანი თავის გამოჩენას ახერხებს – ამჯერადაც ასე მოხდა.

ალექსანდრე ნარიმანიძემ „ნაიკის“ ლიგის მე-10 ტურის გასვლით შეხვედრაში „რუჟომბეროკს“ მე-16 წუთზე ეფექტური თავური დარტყმით გაუტანა და გუნდი 2:0 დააწინაურა. მაგრამ 25-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევეს და მასპინძლებმა საბოლოოდ ქულა მოიპოვეს – 2:2.

გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლუკა ხორხელის ტრნავის „სპარტაკი“ ლუკა სილაგაძის „პოდბრეზოვას“ ესტუმრა და ქართველების დახმარებით 3:1 სძლია – მოისწრაფიშვილმა და ხორხელმა საგოლე გადაცემები მიითვალეს.

თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცე“ შინ ცოტნე კაპანაძისა და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედასთან“ 0:3 დამარცხდა. გაგუას საგოლე მოქმედება ამჯერად არ ჰქონია, მაგრამ სტუმართა შორის თამაშს ყველაზე მეტად ამწვავებდა, პირველი ორი საგოლე შეტევა განავითარა და მეორე საუკეთესო შეფასება (8,4 ქულა) დაიმსახურა.

მსგავსი