ქართველების გენტს დანიელი გაწვრთნის - ბელგიელებს ტორუპის ეიმედებათ [ვიდეო]

ქართველების „გენტს“ ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს – თანამდებობიდან გათავისუფლებული ივ ვანდერჰააგეს, დანიელი – იეს ტორუპი შეცვლის, რომელმაც კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა

ბოლო ტურში „გენტი“ შინ „’გენკთან“ 1:5 შერცხვა და ვანდერჰააგე გადადგა. ბელგიელებმა საბოლოოდ ტორუპი დაითანხმეს, რომლის ხელმძღვანელობითაც „მიდტიულანდი“ საგრძნობლად მოძლიერდა და გასულ სეზონში დანიის ჩემპიონი გახდა.

„გენტი“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია გამოდიან, ბელგიის ჩემპიონატში 14 ქულით მე-7 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ახალი მწვრთნელი ჰყავს „სან-ხოსესაც“, სადაც საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ. გუნდმა MLS-ში ზედიზედ ექვსი მატჩი წააგო, დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა და ეს ცვლილება მოსალოდნელიც იყო. ქართველების გუნდს ახალო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, არგენტინის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მატიას ალმეიდა გაწვრთნის, რომელიც 2015 წლიდან მექსიკურ „გვადალახარას“ ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით მექსიკელებმა 2018 წელს კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება მოიგეს. 44 წლის არგენტინელი „სან-ხოსეში“ 2019 წლიდან იმუშავებს, მანამდე კი ქართველების გუნდს, დროებით სტივ რალსტონი უთავკაცებს.