ქართველების დაპირისპირება უკრაინაში - კიეველებმა „ზორია“ დაამარცხეს
ქართველების დაპირისპირება უკრაინაში - კიეველებმა „ზორია“ დაამარცხეს

უკრაინის პრემიერლიგის 26-ე ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – მეკარე ზაურ მახარაძის ლუგანსკის „ზორიამ“ გიორგი წიტაიშვილის კიევის „დინამოს“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ლუგანსკი რუსეთის მიერ ოკუპირებულია, „ზორია“ საშინაო მატჩებს ზაპოროჟიეში მართავს. ლუგანსკელებმა თამაში კარგად დაიწყეს და ანგარიში გახსნეს, მაგრამ მეორე ტაიმში სამი გოლი გაუშვეს.

მახარაძე „ზორიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო წიტაიშვილმა კიეველთა სასტარტოში ზედიზედ მესამედ მოხვდა. დიდი მონდომების მიუხედავად, ამჯერად 18 წლის ფეხბურთელს არაფერი გამოუვიდა და 61-ე წუთზე შეცვალეს. კიეველებმა სამივე გოლი ამის შემდეგ გაიტანეს.