ქართველების დაპირისპირება პოლონეთში - „რაკუვმა“ „ფეჰერვარი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
ქართველების დაპირისპირება პოლონეთში - „რაკუვმა“ „ფეჰერვარი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

ევროპაში სანაკრებო პაუზას გუნდები სეზონისთვის მოსამზადებლად იყენებენ. ერთმანეთს ორი ისეთი ევროპული გუნდი შეხვდა, რომელშიც ქართველები თამაშობენ.

პოლონურმა „რაკუვმა“, სადაც ახლახანს ვაკო გვილია ჩაირიცხა, დაარსების 100 წელი ამხანაგური მატჩით აღნიშნა და ბუდუ ზივზივაძისფეჰერვარს“ უმასპინძლა. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და პოლონელებმა მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ პოლონური გუნდი საკუთარ სტადიონზე 839 დღის შემდეგ დაბრუნდა და შეხვედრას ოთხი ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. მიუხედავად მატჩის ამხანაგური ხასიათისა, გულშემატკივრებს არ მოუწყენიათ. „რაკუვმა“ გულშემატკივრები გაახარა და მეტოქის კარი ხუთჯერ აიღო.

პირველი ტაიმი „რაკუვმა“ 4:2 მოიგო, ბუდუ ზივზივაძემ კი, რომელიც უნგრელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, თავის გამოჩენა 41-ე წუთზე შეძლო და ანგარიში 3:2 გახდა. მეორე ტაიმის დასაწყისისთანავე პოლონელთა რიგებში ვაკო გვილია გამოჩნდა, „რაკუვმა“ კი „ფეჰერევარს“ კიდევ ორჯერ გაუტანა და საბოლოოდ, 5:2 გაიმარჯვა.

ვაკო გვილია და ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები არიან, მაგრამ სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე ვილი სანიოლიმ მათ მიწვევაზე თავი შეიკავა.

დატოვე კომენტარი