ქართველების დაპირისპირება აზაროვის „შახტარმა“ მოიგო – კუცია მოედნიდან გააძევეს #1TVSPORT
შვედეთის ალსვენსკანში „დეგერფორსმა“ უმასპინძლა საბა მამაცაშვილის „სირიუსს“ – 1:1. ქართველმა მცველმა სტუმართა შემადგენლობაში 70 წუთი ითამაშა და კარგი შეფასება, 6.9 ქულა მიიღო.
უნგრეთის ჩემპიონატის შეხვედრა გაუცდა ილია ბერიაშვილს, რომელმაც 23 აპრილს „ფერენცვაროშთან“ მატჩში ტრავმა მიიღო. მის გარეშე ქართველი გუნდი მტკ „დებრეცენს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0.
ესტონეთის პრემიუმ ლიგაში მორიგი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა შალვა ბურჯანაძემ, რომლის „ნარვამ“ შინ „ტამეკას“ დამაჯერებლად – 4:0 სძლია.
უკრაინის პრემიერლიგაში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ. ლუკა ლაცაბიძისა და გიორგი რობაქიძის ოდესის „ჩორნომორეცმა“ ირაკლი აზაროვის „შახტარს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ლაცაბიძემ და აზაროვმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს და შესვენების შემდეგ შეცვალეს.
„ვერესის“ ლეგიონერმა, გიორგი კუციამ უკრაინის პრემიერლიგაში „ობოლონთან“ შეხვედრაში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და 34-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს. „ვერესი“ საბოლოოდ 0:2 დამარცხდა.