ქართველების დაპირისპირება ავსტრიაში - გიორბელიძე ძირითადში გამოჩნდა, კიტეიშვილის გუნდი დამარცხდა
ქართველების დაპირისპირება ავსტრიაში - გიორბელიძე ძირითადში გამოჩნდა, კიტეიშვილის გუნდი დამარცხდა

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში ერთმანეთს ის გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც ქართველები თამაშობენ – გრაცის „შტურმმა“ „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

გრაცის „შტურმში“ ოთარ კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. მან საერთაშორისო საფეხბურთო პორტალ „სოპასქორისგან“ 6.7 ქულა დაიმსახურა. „ვოლფსბერგერის“ სასტარტოში კი პირველად გამოჩნდა გურამ გიორბელიძე, რომელმაც 3-4-3 სისტემაში მარცხენა შემტევად ითამაშა და 71-ე წუთზე შეცვალეს. გიორბელიძესსოპასქორმა“ 6.2 ქულა დაუწერა. ლუკა ლოჩოშვილი „ტოტენჰემთან“ ევროპალიგის 1/16-ფინალის შემდეგ „ვოლფსბერგერის“ მწვრთნელმა დაასვენა.

ვოლფსბერგერი“ 28-ე წუთზე დომინიკ ბაუმგარტნერმა დააწინაურა. ამით მასპინძლებისთვის უსიამოვნება არ დასრულებულა. 35-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა მოედნიდან „შტურმის“ მეკარე იორგ ზიბენჰანდლი გააძევა, რომელიც საჯარიმოს გარეთ გავარდა და თავდამსხმელთან უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო.

10 მოთამაშით დარჩენილმა „შტურმმა“ მაინც შეუტია და 43-ე წუთზე გრაცელთა ნახევარმცველმა ივან ლუბიჩმა წონასწორობა აღადგინა. მაგრამ ბოლო წუთზე (90) ხორვატმა თავდამსხმელმა დარიო ვიზინგერმა გაიტანა და სტუმრებს 3 ქულა მოუტანა 1:2,

ამ წაგებამ გრაცის „შტურმს“ ლიდერებთან ჩამორჩენის შემცირების საშუალება წაართვა და ბუნდესლიგაში გამართული მე-18 ტურის შემდეგ 31 ქულით მეოთხზე ადგილზეა, ხოლო „ვოლფსბერგერმა“ 27 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე დაწინაურდა.