ქართველების დაპირისპირება „აპოელმა“ მოიგო - კვიპროსელები პლეი ოფში ითამაშებენ #1TVSPORT
ქართველების დაპირისპირება „აპოელმა“ მოიგო - კვიპროსელები პლეი ოფში ითამაშებენ #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. ყაზახეთში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – „კიზილჯარამ“ კვიპროსულ „აპოელს“ უმასპინძლა და გათამაშებას გამოეთიშა.

კიზილჯარას“ ძირითად შემადგენლობაშ იყო და შეუცვლელად ითამაშა გუჯა ლობჯანიძემ, 64-ე წუთზე კი გიორგი ივანიაძე გამოჩნდა. სტუმართა განაცხადში ქართველებიდან მხოლოდ ბუბა დაუშვილი გახლდათ, მაგრამ არ უთამაშია. ნიქოზიელთა განაცხადში ჯერ არაა ლაშა დვალი, ხოლო გიორგი ქვილითაია სათამაშოდ მზად უახლოეს პერიოდში იქნება.

პირველი შეხვედრა კვიპროსელებმა 1:0 მოიგეს და ყაზახეთში მცირე უპირატესობით გაემგზავრნენ და ეს საბოლოოდ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამოიყენეს. მატჩი 0:0 დასრულდა და კონფერენს ლიგის პლეი-ოფში „აპოელი“ ითამაშებს.

კვიპროსელები კონფერენს ლიგის ჯგუფში მოსახვედრად „სეფსის“ და „იურგარდენის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან – 18 აგვისტოს მეტოქეს შინ მიიღებენ, ხოლო 25-ში გასვლაზე ითამაშებენ.