ქართველების „აპოელსა“ და „ანორთოსისს“ მატჩები კორონავირუსის გამო გადაუდეს #1TVSPORT
ქართველების „აპოელსა“ და „ანორთოსისს“ მატჩები კორონავირუსის გამო გადაუდეს #1TVSPORT

ქართული სამეულის ნიქოზიასაპოელსა“ და თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისს“ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატის უახლოესი ორი შეხვედრა გადაუდო.

ნიქოზიასაპოელში“ სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია, ხოლო ქეცბაიას გუნდში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიაა.

თამაშების გადადების მიზეზი ბოლო დროს კვიპროსში და კლუბში კორონავირუსის გაზრდილი რაოდენობა გახდა. შედეგად კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ჩემპიონატის ორი მატჩი გადაიდო.

პირველი მატჩი „აპოელსა“ და პაეეკ-ს შორის ჩემპიონატის მე-15 ტურში უნდა გამართულიყო. მატჩი 5 იანვარს იყო დაგეგმილი და „აპოელის“ მოთხოვნით გადაიდო, რადგან გუნდში COVID-19-ის სულ მცირე ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა.

ნიქოზიელების შემდეგი შეხვედრა თემურ ქეცბაიას „ანორთოსისთან“ ჩემპიონატის მე-16 ტურში, კვირას, 9 იანვარს იყო დაგეგმილი. ეს დაპირისპირება „ანორთოსისის“ მოთხოვნით გადაიდო, რადგან ქეცბაიას გუნდშიც კორონავირუსის ასევე ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა.

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციას თამაშების ჩატარების თარიღი არ დაუსახელებია – ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.