ქართველების „აპოელმა“ „ომონიას“ ვერ მოუგო და ლიდერს ჩამორჩა #1TVSPORT
ქართველების „აპოელმა“ „ომონიას“ ვერ მოუგო და ლიდერს ჩამორჩა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატში „აპოელი“ (სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს) „ომონიას“ დაუპირისპირდა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0.

საჩემპიონო ჯგუფის 32-ე ტურის შეხვედრაში „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში ლაშა დვალი (23-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო) და გიორგი ქვილითაია იყვნენ, მურთაზ დაუშვილი კი სათადარიგოთა შორის დარჩა.

სტუმრებს მე-9 წუთზე გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდათ, მაგრამ „ომონიას“ ირანელმა თავდამსხმელმა, კარიმ ანსარიფარდიმ პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი ძელს მოარტყა. მე-13 წუთზე ქვილითაიამ გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.

საჩემპიონო ჯგუფში ლიდერი „არისი“ ლევან ხარაბაძის „პაფოსს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. ქართველი მცველი განაცხადში არ იყო.

32 ტურის შემდეგ „არისი“ 67 ქულით პირველ ადგილზეა, „აპოელი“კი მას უკვე სამი ქულით ჩამორჩა.