ქართველების „აპოელი“ „ომონიასთან“ გადადებულ მატჩს 26 დეკემბერს განაგრძობს #1TVSPORT
ქართველების „აპოელი“ „ომონიასთან“ გადადებულ მატჩს 26 დეკემბერს განაგრძობს #1TVSPORT

ცნობილი გახდა სავარაუდო თარიღი, როდესაც ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული „აპოელი“ „ომონიას“ გადადებულ შეხვედრაში დაუპირისპირდება.

კვიპროსის ჩემპიონატში მე-11 ტურში, 29 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების წევრების, თორნიკე ოქრიაშვილის, მურთაზ დაუშვილისა და გიორგი ქვილითაიას ნიქოზიას „აპოელი“ კვიპროსზე მარადიულ დერბად მონათლულ შეხვედრაში თანაქალაქელ „ომონიას“ შეხვდა.

მე-17 წუთზე ძლიერი ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო მატჩი ჯერ შეჩერდა, ხოლო შემდეგ აღარ გაგრძელდება. ჩემპიონატის დებულების მიხედვით, მატჩი მომავალ ოთხშაბათს (პირველ დეკემბერს) უნდა დასრულებულიყო, მაგრამ რომის პაპის, ფრანცისკეს ვიზიტისა და GSP-ს სტადიონზე დაგეგმილი ლოცვის გამო, ამ მატჩის გამართვა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ამიტომ, მატჩის გაგრძელების თარიღი მხოლოდ ახლა ზუსტდება. „მარადიული დერბის“ გაგრძელების თარიღი ჯერ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციას არ გამოუცხადებია. მაგრამ მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ მატჩის ჩატარების ყველაზე სავარაუდო თარიღი 26 დეკემბერია.

ორივე გუნდს მოგება სჭირდება, რათა ფინალურ ექვსეულში მოხვდეს, რაც ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსია – სხვაგვარად გუნდები ქვედა ექვსეულში ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.