ქართველების „ანორთოსისი“ აუტსაიდერთან დამარცხდა #1TVSPORT
ქართველების „ანორთოსისი“ აუტსაიდერთან დამარცხდა #1TVSPORT

ფამაგუსტას „ანორთოსისი“, სადაც ორი ქართველი თამაშობს, კვიპროსის ჩემპიონატში აუტსაიდერ „აკრიტას ხლორაკას“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე ფამაგუსტელების ძირითად შემადგენლობაში იყვნენ სუპერლიგის მე-17 ტურის გასვლით მატჩში, რომელიც „ანორთოსისისთვის“ მნიშვნელოვანი იყო – ზედიზედ სამ შეხვედრაში წარუმატებლობამ ჩისკო მუნიოსის გუნდი მე-9 ადგილზე დააქვეითა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ისე ჩანდა, რომ თამაში ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ 87-ე წუთზე „აკრიტასმა“ ფამაგუსტელებს გაუტანა, გიორგი ლორიას კარი შორეული დარტყმით მასპინძელთა დებიუტანტმა ვასკო ლოპესმა აიღო 1:0.

ამავე ტურში „პაფოსი“, სადაც ლევან ხარაბაძე განაცხადში არ იყო, გასვლაზე ლარნაკაში აეკ-თან 0:1 დამარცხდა და ერთპიროვნული ლიდერობა ქართული სამეულის (ქვილითაია, დვალი, დაუშვილი) „აპოელს“ დაუთმო.