ქართველები ყაზახურ სიმბოლურში - კანკავა მეექვსედ საუკეთესოებში
ქართველები ყაზახურ სიმბოლურში - კანკავა მეექვსედ საუკეთესოებში

ჯაბა კანკავა ყაზახეთის ფეხბურთის პროფესიული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა სუპერლიგის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეექვსედ დაასახელა, ხოლო ნიკა კვეკვესკირი – მესამედ.

საქართელოს ნაკრების ნახევარმცველებმა დიდი როლი ითამაშეს 26-ე ტურის შეხვედრაში, სადაც კოსტანაის „ტობოლმა“ „ჟეტისუსთან“ საშინაო შეხვედრაში ქულა მოიპოვა 2:2. კანკავამ საგოლე გადაცემა გააკეთა, კვეკვესკირმა კი 31-ე წუთზე შორეული დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა.

ტურის 11 გამორჩეულ ფეხბურთელს ყაზახეთის პროფლიგა კომპანია „ინსტატ ინდექსის“ სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ადგენს, სადაც ბევრ სხვადასხვა საფეხბურთო მაჩვენებელს ითვალისწინებენ.