ქართველები უნგრეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში - ბერიძე და ზივზივაძე ორმა გამოცემამ გამოარჩია #1TVSPORT
ქართველები უნგრეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში - ბერიძე და ზივზივაძე ორმა გამოცემამ გამოარჩია #1TVSPORT

ორი ქართველი ფეხბურთელი უნგრეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – თერთმეტ რჩეულში „უიპეშტის“ თავდამსხმელები ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე ორმა უნგრულმა გამოცემამ, Csakfoci-მ და nemzetisport-მა დაასახელა.

უიპეშტის“ თავდამსხმელებმა 27-ე ტურის შეხვედრა გასვლაზე „პაკშისთან“ უმაღლეს დონეზე ჩაატარეს. ბერიძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო მესამე გოლი მისი დარტყმის შემდეგ გავიდა – მეტოქის მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ბუდუ ზივზივაძემ კი ბერიძეს პირველ გოლზე ასისტენტობა გაუწია, მეორე თავად გაიტანა და მესამე საგოლე შეტევა განავითარა.

უიპეშტმა“ ეს შეხვედრა 3:1 სწორედ ქართველების კარგი თამაშის ხარჯზე მოიგო, რაც უნგრულმა გამოცემამ დააფასა. ამაზე ტურის გუნდზე გამოქვეყნებული წერილის სათაური მიუთითებს – „უიპეშტმა“ შეტევის ექსპროპრიაცია მოახდინა“.

აღსანიშნავია, რომ გამოცემა Csakfoci-მ ბუდუ ზივზივაძე ბოლო 7 ტურში სიმბოლურ ნაკრებში მეექვსედ დაასახელა.