ქართველები თურქეთში - ლობჟანიძემ წააგო, შენგელიამ მოიგო
ქართველები თურქეთში - ლობჟანიძემ წააგო, შენგელიამ მოიგო

თურქეთის სუპერლიგაში მორიგი შეხვედრები ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ითამაშეს. საბა ლობჟანიძე „ანკარაგუჩუს“ ძირითად შემადგენლობაში იყო „ანტალიასპორთან“ შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 0:1 წააგო.

თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში ლობჟანიძის გუნდი „ანტალიასპორს“ „ანთალია სტადიუმზე“ ესტუმრა და გოლი პირველ ტაიმის ბოლო წუთზე გაუშვა. დიდი მცდელობის მიუხედავად, ქართველის გუნდმა ანგარიში ვერ გაათანაბრა.

საბა ლობჟანიძე მხოლოდ 88-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში ანალიტიკურმა ვებ-გვერდმასოფასქორმა“ 10-ბალიან სისტემაში 6,3 ქულით შეაფასა.

მანამდე ლევან შენგელიას „კონიასპორმა“ „ერზურმსპორი“ საშინაო არენაზე 2:0 დაამარცხა, ლევან შენგელია მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა. ანალიტიკურმა ვებ-გვერდმასოფასქორმა“ მცირე დროის მიუხედავად, მას 6,6 ქულა დაუწერა.

თურქეთის სუპერლიგაში 11 ტური ჩატარდა, „ანკარაგუჩუმ“ კი კორონავირუსის გამო ორი მატჩი გამოტოვა, თუმცა, ამის მიუხედავადაც ძალიან ცოტა, 2 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილზეა. „კონიასპორმა“ კი 10 მატჩი ჩაატარა, 15 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა.

დატოვე კომენტარი