ქართველები სლოვაკეთში – ნარიმანიძემ ისევ გაიტანა, გაგუა კვლავ გამორჩეული იყო [ვიდეო] #1TVSPORT

01:58, 08.11.2026

გიორგი გაგუა კვლავ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო „დუნაისკა სტრედაში“ და გუნდს სლოვაკეთის ჩემპიონატის საშინაო მატჩში „კოშიცეს“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:2.

მე-10 წუთზე გიორგი გაგუას დარტყმის შემდეგ ბურთი „კოშიცეს“ ნახევარმცველმა მილან დიმუნმა საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გაათანაბრა. გაგუამ 89 წუთი ითამაშა, ცოტნე კაპანაძე განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

შესანიშნავი თამაში ჩაატარა „ჟილინაში“ ალექსანდრე ნარიმანიძემ, რომელმაც ლევან ნონიკაშვილის „სკალიცას“ გასვლაზე 4:2 აჯობა. 21 წლის ქართველმა მცველმა მე-13 წუთზე ანგარიში გაათანაბრა და მიმდინარე სეზონში სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ნონიკაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია.

გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლუკა ხორხელის ტრნავის „სპარტაკმა“ გასვლაზე 2:1 სძლია „ბანსკა ბისტრიცას“. ორივე ქართველი ნახევარმცველი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო.

14 ტურის შემდეგ „დუნაისკა სტრედამ“ 38 ქულა დააგროვა, ლიდერია და კონკურენტ ბრატისლავის „სლოვანს“ 10 ქულით გადაასწრო. „ჟილინა“ (28) მესამე პოზიციაზეა, ხოლო „სპარტაკი“ (25) – მეოთხეზე.

მსგავსი