ქართველები სლოვაკეთში | კაშია დაასვენეს, ნარიმაძემ კვლავ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT
სლოვაკეთის ჩემპიონატში გურამ კაშიას „სლოვანმა“ შინ „კოშიცეს“ 3:2 სძლია, მაგრამ „ჯვაროსნების“ კაპიტანი გუნდის განაცხადში არ იყო.
ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინა“ აუტსაიდერ „რუჟომბეროკს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 3:3. ქართველი ცენტრალური მცველი სასტარტო თერთმეტეულში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
გათამაშების ლიდერი ტრნავის „სპარტაკი“, სადაც გიორგი მოისწრაფიშვილი თამაშობს, საკუთარ მოედანზე ცოტნე კაპანაძისა და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედასთან“ 0:3 დამარცხდა. ქართველებიდან ძირითადში მხოლოდ ცოტნე კაპანაძე იყო, მოისწრაფიშვილმა და გაგუამ კი შეცვლაზე ითამაშეს.
წაგების მიუხედავად, „სპარტაკი“ მაინც პირველ ადგილზეა, „დუნაისკა სტრედა“, „ჟილინა“ და „სლოვანი“ მესამე-მეხუთე პოზიციებს იყოფენ.