ქართველები სლოვაკეთში | გაგუამ და ძოწენიძემ საგოლე გადაცემები შეასრულეს #1TVSPORT

01:27, 06.09.2026

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში გიორგი გაგუასა და ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედამ“ მოქმედი ჩემპიონი ბრატისლავისსლოვანი“ 2:0 დაამარცხა.

კაპანაძე ბოლო დროს განაცხადში არ არის, გაგუა კი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და 90+4-ე წუთზე მისი გადაცემით გეიემ გაიტანა. „დუნაისკას“ ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე ექვს შეხვედრაში ორი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.

ლევან ნონიკაშვილის „სკალიცა“ სტუმრად „კომარნოს“ დაუზავდა – 0:0. ქართველი ნახევარმცველი 90+3-ე წუთზე შეცვალეს.

თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცე“ საკუთარ არენაზე გია ნადარეიშვილის „ტრენჩინთან“ 37-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, მაგრამ მეტოქეს მაინც აჯობა – 3:1. ქართველებიდან მხოლოდ ძოწენიძემ ითამაშა, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო, 50-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა და 8,4 ქულით საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში მოხვდა.

სანდრო ნარიმანიძისჟილინამ“ ლუკა სილაგაძის „პოდბრეზოვას“ დამაჯერებლად მოუგო – 3:1. ნარიმანძემ შეუცვლელად ითამაშა, სილაგაძე კი მოედანზე 74-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

მსგავსი