ქართველები შეცვლაზე შევიდნენ - „ლეხმა“ „ჰაპოელი“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT
ქართველები შეცვლაზე შევიდნენ - „ლეხმა“ „ჰაპოელი“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მესამე ტურში ქართველებმა ითამაშეს „ლეხში“, რომელმაც პოზნანში ბეერ-შევას „ჰაპოელს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა 0:0.

პოლონეთის ჩემპიონი კონფერენს ლიგის C ჯგუფში 2 ტურის შემდეგ 3 ქულით იყო და მოგებით მეორე ადგილზე პოზიციას გაიმყარებდა, მაგრამ მეტოქის კარის აღება და ისრაელის გუნდთან უპირატესობის გაზრდა ვერ მოახერხა.

ქართველი ფეხბურთელები, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი თავიდან სათადარიგოებში იყვნენ და მოედანზე ერთად, 61-ე წუთზე გამოჩდნენ. 79-ე წუთზე კვეკვესკირმა საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული ჯარიმა შეასრულა და კარს ააცილა,

3 ტურის შემდეგ პოზნანისლეხი“ 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა და „ჰაპოელს“ (2) ქულით ასწრებს.