ქართველები საფრანგეთში | გიორგი აბუაშვილმა „მეცის“ რიგებში გიორგი წიტაიშვილი შეცვალა #1TVSPORT
ქართველები საფრანგეთში | გიორგი აბუაშვილმა „მეცის“ რიგებში გიორგი წიტაიშვილი შეცვალა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში გიორგი წიტაიშვილისა და გიგი აბუაშვილის „მეცმა“ „ანჟეს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 1:1.

ქართველებიდან ძირითად შემადგენლობაში წიტაიშვილი იყო, რომელიც 72-ე წუთზე აბუაშვილმა ჩაანაცვლა. ამ დროისთვის ანგარიში უკვე გახსნილი იყო – მე-14 წუთზე მასპინძლები წინ ჟან-ფილიპ გბამინიმ გაიყვანა.

„მეცს“ მეორეს გატანაც შეეძლო, მაგრამ 64-ე წუთზე ჰაბიბ დიალომ პენალტი გააფუჭა. „ანჟემ“ კი თავისი შანსით ისარგებლა – 89-ე წუთზე ეპიზოდის გადამოწმების შემდეგ მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჰიმად აბდელიმ გოლად აქცია.

„ლანსთან“ შეხვედრაში მოედანი ნაადრევად დატოვა ხვიჩა კვარაცხელიამ. ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მატჩის დასაწყისში მიიღო, ხოლო ლუის ენრიკემ ის 29-ე წუთზე შეცვალა.

4 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენი“ 12 ქულით ლიგა 1-ის ლიდერია, „მეცმა“ კი სეზონში პირველი ქულა მოიპოვა, მაგრამ კვლავ ბოლო, მე-18 ადგილზეა.