ქართველები რუსეთის თასზე - გაგნიძემ და ბერიაშვილმა ძირითადში ითამაშეს, დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა #1TVSPORT
ქართველები რუსეთის თასზე - გაგნიძემ და ბერიაშვილმა ძირითადში ითამაშეს, დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა #1TVSPORT

არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა რუსეთის თასის გათამაშებაში, რომელიც საწყის სტადიაზე ჯგუფური ფორმატით ტარდება, ფრედ დასრულების შემთხვევაში კი პენალტების სერია ინიშნება.

ლუკა გაგნიძემ და ლეო გოგლიჩიძემ ეკატერინბურგის „ურალის“ შემადგენლობაში შეუცვლელად ჩაატარეს გასვლითი მატჩი ნაბერეჟნიე ჩელნიში, სადაც „კამაზმა“ ქართველები გუნდი 1:0 დაამარცხა. „ურალი“ 3 ქულით მე-2 ჯგუფში მეორე ადგილზეა.

ზურიკო დავითაშვილის ტულის„არსენალმა“ გასვლითი მატჩი ჩაატარა – მესამე ჯგუფში „მეთოფეთა“ მეტოქე მეორე ლიგის „ველესი“ იყო, სადაც ალექსანდრე კახიძე თამაშობდა. დავითაშვილი მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერია კი ტულელებმა 4:3 მოიგეს და 6 ქულით მე-3 ჯგუფში გალიდერდნენ.

ილია ბერიაშვილმა და გიორგი მახათაძემ შეუცვლელად ითამაშეს ვოლგოგრადის „როტორში“ რომელმაც შინ გროზნოს „ახმატთან“ 1:1 ითამაშა და პენალტების სერიაში 4:2 გაიმარჯვა. ბექა ქავთარაძე და ნიკა ყიფიანი განაცხადში არ ყოფილან. სტუმართა განაცხადში იყო და არ უთამაშია მეკარე გიორგი შელიას. „როტორი“ მე-7 ჯგუფში 5 ქულით პირველ პოზიციას იკავებს, „ახმატი“ კი 4 ქულით მეორეზეა.

ვლადიკავკაზის „ალანიაში“ ნიკოლოზ გიორგობიანმა თავისი ყოფილი კლუბის, „უფას“ წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა. ოსურმა კლუბმა მეტოქე 2:0 დაამარცხა და მე-6 ჯგუფში ორი მოგებით პირველ ადგილზეა.