ქართველები პოლონეთში - ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ და სანდრო კალანდაძის „ვისლამ“ სეზონი გამარჯვებებით დაიწყეს #1TVSPORT
ქართველები პოლონეთში - ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ და სანდრო კალანდაძის „ვისლამ“ სეზონი გამარჯვებებით დაიწყეს #1TVSPORT

პოლონეთში ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყო და ქართველი ფეხბურთელების გუნდების ნაწილმა პირველი სამი ქულა მოიპოვა.

ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ გასვლით მატჩში „ექსტრაკლასას“ ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბს, პოზნანის „ლეხს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველი კრაკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა.

წარმატებული სტარტი ჰქონდა პლოცკის „ვისლასაც“, რომელმაც შინ კიელცეს „კორონა“ 2:0 დაამარცხა. გუნდის ახალწვეული სანდრო კალანდაძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა.

რაც შეეხება „ექსტრაკლასაში“ დაბრუნებულ თორნიკე გაფრინდაშვილს, მისი გუნდი „არკა“ „მოტორს“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი „არკას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.