ქართველები ლა ლიგა 2-ში | წიტაიშვილის „გრანადა“ ოთხეულში დაწინაურდა, ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ქულას დასჯერდა #1TVSPORT
ქართველები ლა ლიგა 2-ში | წიტაიშვილის „გრანადა“ ოთხეულში დაწინაურდა, ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ქულას დასჯერდა #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ქართველების გუნდებმა მე-20 ტურის მატჩები გამართეს – გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ქულა მოიპოვა, ხოლო გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ მოიგო.

„ლევანტე“ „ალბასეტეს“ ესტუმრა და შეხვედრა 0:0 დაასრულა. გიორგი ქოჩორაშვილი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა. „ჯვაროსნების“ ნახევარმცველმა ვალენსიელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება, 7.6 ქულა მიიღო.

გიორგი წიტაიშვილი „გრანადას“ სასტარტო თერთმეტეულში იყო „კარტახენასთან“ მატჩში, რომელიც „გრანადამ“ 4:1 მოიგო. საქართველოს ნაკრების მცველს გოლითა ან საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ ასევე მაღალი შეფასება, 7,6 ქულა დაიმსახურა. გიორგი 69-ე წუთზე შეცვალეს.

ლა ლიგა 2-ში გამართული 20 ტურის შემდეგ „ლევანტე“ 31 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა, თუმცა, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. „გრანადამ“ კი ამ მოგების შემდეგ 32 ქულა დააგროვა და მე-4 პოზიზიაზე დაწინაურდა.