ქართველები კონფერენს ლიგაზე - ზივზივაძემ გოლების სეზონი გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, მაგრამ თავის გამოჩენა მხოლოდ ბუდუ ზივზივაძემ მოახერხა.

ქართველი მწვრთნელის, თამაზ პერტიასლიეპაიამ“ საკუთარ მოედანზე შვეიცარიულ „იანგ ბოიზს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. გუჯა ლობჯანიძემ 90 წუთი ითამაშა „კიზილჟარაში“, რომელიც ხორვატულ „ოსიეკთან“ 1:2 დამარცხდა. ყაზახების განაცხადში გიორგი ივანიაძეც იყო, მაგრამ არ უთამაშია.

ვაკო გვილია ბოლო დროს „რაკუვის“ განაცხადში ვერ ხვდება და ასე მოხდა „ასტანასთან“ შეხვედრაშიც – პოლონეთის ვიცე-ჩემპიონი 21-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, მაგრამ მეტოქეს მეორე გოლი მაინც გაუტანა. 62-ე წუთზე მოთამაშე ყაზახებსაც გაუგდეს და „რაკუვმა“ აიწყვიტა – 5:0.

90 წუთი ითამაშა საბა კვირკველიამ ბაქოს „ნეფთჩიში“, რომელიც ასევე დამარცხდა ქართველი მცველის გუნდი ლიმასოლში „არისს“ ესტუმრა და ვერაფერს გახდა – 0:2 წააგო. ასევე „არისის“, ოღონდ სალონიკურის წინააღმდეგ ითამაშა ბელარუსულგომელში“ გიორგი გოგოლაშვილმა, რომელიც მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა – ბერძნებმა დაპირისპირება 5:1 მოიგეს.

ჩრდილომაკედონიურშკენდიასთან“ ლატვიური „ვალმიერას“ ძირითად შემადგენლობაში იყო ლუკა სილაგაძე, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალეს. ბალტიისპირელებმა მეტოქე საკუთარ მოედანზე მიიღეს და 1:2 დამარცხდნენ. ლიეტუვურმასუდუვამ“ დანიურ „ვიბორგს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა შორის 69-ე წუთზე ლევან მაჭარაშვილი გამოჩნდა.

ამ ეტაპზე ქართველების გრძელი სიიდან თავი მხოლოდ ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა, რომლის „ფეჰერვარმა“ აზერბაიჯანულ „გაბალას“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, 74-ე წუთზე საგოლე შეტევა განავითარა, ხოლო 90-ე წუთზე კი თავად გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1 უნგრელების სასარგებლოდ.

ეს ზივზივაძისთვისგაბალას“ კარში ევროთასებზე გატანილი მეორე გოლი გახლდათ. პირველად ეს 2016 წელს „სამტრედიას“ ფორმით ზესტაფონში გამართულ ევროპის ლიგის მატჩში მოახერხა. ამ და დანარჩენი წყვილების განმეორებითი შეხვედრები 28 ივლისს გაიმართება.