ქართველები კაჭარავას დაემშვიდობნენ - ნიკა, შევხვდებით ნაკრებში
ქართველები კაჭარავას დაემშვიდობნენ - ნიკა, შევხვდებით ნაკრებში

ნიკა კაჭარავას, რომელიც ფამაგუსტას „ანორთოსისიდან“ პოზნანის „ლეხში“ გადადის, ქართველი თანაგუნდელები დაემშვიდობნენ.

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველმა ლეგიონერებმა – გიორგი ლორიამ, ბუბა დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა ნიკა კაჭარავასთან ერთად მისი მაისურით სამახსოვრო სურათი გადაიღეს, დაემშვიდობნენ და წარმატება უსურვეს.

„წარმატებას გისურვებ, მეფე ნიკა. მოგვენატრები, ძმაო. შევხვდებით საქართველოს ნაკრებში“, – წერს თორნიკე ოქრიაშვილი.

26 წლის თავდამსხმელის ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ნიკა კაჭარავა პოლონეთში ჩაფრინდა, სადაც პოზნანის „ლეხში“ სამედიცინო შემოწმებას და კორონავირუსზე ტესტირებას გაივლის. ამის შემდეგ 26 წლის თავდამსხმელი გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს.