ქართველები იტალიაში - ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, „კრემონეზემ“ ისევ მოიგო #1TVSPORT
ქართველები იტალიაში - ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, „კრემონეზემ“ ისევ მოიგო #1TVSPORT

სერია A-ში ქართველების გუნდებმა 23-ე ტურის მატჩები ჩაატარეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მოედანზე არცერთი მათგანი არ გასულა.

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ შინ „ჯენოას“ დაუზავდა. ქართველი მცველი გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ თამაშს ბოლომდე სათადარიგოებიდან მიადევნა თვალი.

„ფროზინონე“ შინ „მილანთან“ 2:3 დამარცხდა. კვერნაძე მასპინძელთა განაცხადში იყო და მასაც არ უთამაშია. „ემპოლი“ 18 ქულით მე-19 ადგილზეა და გავარდნის კანდიდატია, „ფროზინონე“ (23) კი მე-14 პოზიციაზეა.

იტალიის სერია B-ს 23-ე ტურში ქართველებიდან მხოლოდ ლუკა ლოჩოშვილმა ითამაშა. „სპეცია“ შინ „კატანძაროს“ დაუზავდა – 1:1. ივა გელაშვილი „სპეციაში“ განაცხადშიც არ იყო – 22 წლის ფეხბურთელი ტრავმირებულია.

ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სერია A-ში დასაბრუნებლად იბრძვის და ამჯერად გასვლაზე „ლეჩო“ 1:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მე-13 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

„კრემონეზე“ 42 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „პარმას“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. „სპეცია“ (21) კი ბოლოდან მეორე (მე-19) ადგილზეა.