ქართველები იტალიაში | კვარაცხელიამ „უდინეზესთან“ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, „ნაპოლიმ“ მოიგო - კვერნაძემ „სასუოლოსთან“ ითამაშა #1TVSPORT
ქართველები იტალიაში | კვარაცხელიამ „უდინეზესთან“ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, „ნაპოლიმ“ მოიგო - კვერნაძემ „სასუოლოსთან“ ითამაშა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და იტალიის სერია A-ს მე-16 ტურის შეხვედრა გამოტოვა „უდინეზესთან“, რომელიც „ნაპოლიმ“ 3:1 მოიგო.

„ნაპოლიმ“ პირველი ტაიმი 0:1 დათმო, თუმცა მეორე ტაიმში თამაში შემოატრიალა და მასპინძლებს სამი გოლი გაუტანა. 50-ე წუთზე ანგარიში რომელუ ლუკაკუმ გაათანაბრა, 76-ე წუთზე დავიდ ნერეშმა შესანიშნავი რეიდის შემდეგ სტუმრები დააწინაურა, ხოლო ზამბო ანგისამ (81) ეს უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ამ გამარჯვებით „ნაპოლი“ (35) სერია A-ში მეორე ადგილზე გადავიდა და ლიდერ „ატალანტასთან“ ჩამორჩენა ორი ქულით შეამცირა.

იტალიის სერია B-ს მე-17 ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ გათამაშების ლიდერ „სასუოლოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა.