ქართველები იტალიაში - გოგლიჩიძემ ისევ „ემპოლის“ ძირითადში ითამაშა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სერია A-ს გასვლით მატჩში „ვერონას“ დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა. მატჩის გმირი სებასტიანი ესპოზიტო გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. თითო გოლი კაკაკესა (32) და კოლომბოს (42) ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრების მცველი „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში, შეუცვლელად ითამაშა და 6,1 შეფასება მიიღო. „ემპოლი“ ამ მოგებით მე-9 ადგილზე დაწინაურდა.
იტალიის სერია B-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ ასევე სტუმრად ითამაშა „კოზენცასთან“ და 1:0 დაამარცხა. ახალგაზრდა „ჯვაროსნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მეორე ტაიმი ითამაშა და 6,7 შეფასება მიიღო.
ამავე ლიგაში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ საკუთარ მოედანზე „რეჯანასთან“ 0:2 დამარცხდა. ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.