იტალიის სერია B-ს 24-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანამ“ მის ყოფილ გუნდს, „კრემონეზეს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, ყვითელი ბარათი მიიღო და ანგარიშის გახსნის შემდეგ, 59-ე წუთზე შეცვალეს.
გიორგი კვერნაძემ კი „ბარისთან“ გაიტანა, მაგრამ „ფროზინონემ“ მარცხი თავიდან ვერ აიცილა. გიორგი სათადარიგოებში იყო და შესვენების შემდეგ შეცვლაზე გამოჩნდა, ხოლო 90+5-ზე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:1 და სტუმრებში საუკეთესო შეფასება – 8,0 ქულა დაიმსახურა.
„სალერნიტანა“ 24 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-18 ადგილზეა და გადარჩენის ზონას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. მასზე 3 ქულით ნაკლები აქვს „ფროზინონეს“, რომელიც მე-19 პოზიციაზეა. გიორგი კვერნაძის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.