ქართველები იტალიაში | „ემპოლიმ“ გოგლიჩიძის გარეშე მოიგო, ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ ქულები დაკარგა #1TVSPORT
ქართველები იტალიაში | „ემპოლიმ“ გოგლიჩიძის გარეშე მოიგო, ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ ქულები დაკარგა #1TVSPORT

იტალიის სერია B-ში ​ლუკა ლოჩოშვილისკრემონეზემ“ „რეჯიანას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა 1:1.

საქართველოს ნაკრების მცველი კრემონელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. 57-ე წუთზე ანგარიში სტუმრებმა მარკანდალის გოლით გახსნეს. 70-ე წუთზე წონასწორობა კოდამ აღადგინა.

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ კი სერია A-ში აუტსაიდერ „სალერნიტანას“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. 19 წლის ქართველი მცველი სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ თამაშის საშუალება არ მისცემია. ოთხმატჩიანი წაუგებელი სერიის შედეგად „ემპოლი“ 21 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ კონკურენტებს სამი ქულით ასწრებს.

კრემონეზე“ კი 45 ქულით სერია B-ში მეორე ადგილზეა და ლიდერ „პარმას“ ხუთი ქულით ჩამორჩება.