ქართველები ევროტურნირებზე - ხოჭოლავაც ევროპის ლიგაზე ითამაშებს #1TVSPORT
ქართველები ევროტურნირებზე - ხოჭოლავაც ევროპის ლიგაზე ითამაშებს #1TVSPORT

ევროპის მოედნებზე საკლუბო ტურნირების პლეი ოფის მატჩები გაიმართა და ცნობილი გახდა ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე.

დანიის ჩემპიონმა „კოპენჰაგენმა“ „სივასპორი“ თურქეთში 2:1 დაამარცხა, განმეორებით მატჩში „პარკენ არენაზე“ კი მეტოქე (5:0) გაანადგურა და კონფერენს ლიგაზე ითამაშებს. დათა ხოჭოლავაკოპენჰაგენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და საქართველოს ეროვნული გუნდის შეკრებაზე კარგ ხასიათზე ჩამოვა.

„ტუმბა არენაზე“ ხორვატულ „რიეკასთან“ 1:1-ის შემდეგ, სალონიკის პაოკ-ს ჯგუფში მოხვედრის მცირე შანსი ჰქონდა, მაგრამ გასვლაზე მეტოქე 3:1 დაამარცხა და კონფერენს ლიგაზე გამოსვლას გააგრძელებს. ნიკა ნინუა კორონავირუსის შემდეგ ფორმაში შესვლას ცდილობს და გუნდის განაცხადში არ იყო. ასევე ვერ მოხვდა საბერძნეთში გაზრდილი ქართველი თავდამსხმელი ვასილი გორდეზიანი.

დავით ხურციძის „ალაშკერტმაევროპალიგის პირველი მატჩი შოტლანდიურ „რეინჯერსთან“ 0:1 წააგო, განმეორებითი მატჩი ერევანში მხოლოდ ფრეს (0:0) დასჯერდა, მაგრამ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ხურციძე სომხეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს.

ამგვარად, ცნობილია, რომ ევროპის ლიგის ჯგუფში ითამაშებენ ოთარ კიტეიშვილი (გრაცის „შტურმი“) და გიორგი ჩაკვეტაძემ („გენტი“), ხოლო კონფერენცლიგაზე – გურამ კაშია, ჯაბა კანკავა („სლოვანი“), დათა ხოჭოლავა (კოპენჰაგენი“), ნიკა ნინუა, ვასილი გორდეზიანი (პაოკ-ი), დავით ხურციძე („ალაშკერტი“), ასევე თემურ ქეცბაიას და გიორგი ლორიას „ანორთოსისი“.