ქართველები ევროტურნირებზე - გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ მოიგო, ქართველმა მცველმა ტრავა მიიღო #1TVSPORT
ევროპის ლიგაზე „რიგის ფუტბოლა სკოლა“ (რფს), სადაც ლაშა ოდიშარია და და ლუკა სილაგაძე თამაშობენ, ბერძნულ პაოკ-ს დაუპირისპირდა და დამარცხდა – 0:2.
ოდიშარია ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და 6,7 ქულა მიიღო, ხოლო ლუკა სილაგაძე მოედანზე 28-ე წუთზე ტრავმირებული გუნდელის ნაცვლად შევიდა და 6,5 ქულა დაიმსახურა.
სალონიკის კლუბმა ანგარიში მე-2 წუთზე კირილ დესპოდოვის გოლით გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში მისი საგოლე გადაცემით 59-ე წუთზე ფედორ ჩალოვმა დააფიქსირა. ხუთი ტურის შემდეგ ლატვიური კლუბი ორი ქულით ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ კიევის „დინამოს“ ასწრებს, რომელსაც ჯერ ქულა არ მოუპოვებია.
კონფერენს ლიგაზე გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ აზერბაიჯანში, ნეიტრალურ მოედანზე, მინსკის „დინამოს“ ესტუმრა და 2:1 სძლია.
საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი დანიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო და სამ საუკეთესო მოთამაშეთა (7,6 ქულა) შორის მოხვდა, მაგრამ 50-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს – დაზიანების სიმძიმე, ჯერჯერობით, უცნობია.
„კოპენჰაგენმა“ ძირითად ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, ხუთი ქულა დააგროვა და კონფერენს ლიგის პლეი ოფის 1/16-ფინალში გასვლის რეალური შანსი აქვს.