ქართველები ევროტურნირებზე | ევროპალიგაზე საბა საზონოვის დებიუტი შედგა #1TVSPORT
ევროპალიგა პლეიოფში ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეამ“ ერევნის „არარატ-არმენიას“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა – 1:1. ქართველი ნახევარმცველი რუმინული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს.
გაცილებით რთული მატჩი ჰქონდა ანტონ თოლორდავას „კაუნო ჟალგირისს“, რომელიც სტამბოლში „ბეშიქთაშს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
ვახტანგ ჭანტურიშვილის „იაბლონეცი“ კონფერენსლიგის პლეიოფში გლაზგოში, „აიბროქსზე“ „რეინჯერსს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველმა გარემარბმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 90 წუთი ითამაშა.
კონფერენსლიგის პლეიოფში საბა საზონოვის „ხეტაფემ“ შინ ბელგრადის „პარტიზანი“ 3:1 დაამარცხა. ევროტურნირებზე კი საქართველოს ნაკრების მცველის დებიუტი შედგა – საზონოვი მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა.
ევროპალიგასა და კონფერენსლიგაზე ამ წყვილების საპასუხო მატჩები 27 აგვისტოს გაიმართება.