ქართველები ევროთასებზე - მხოლოდ მარგველაშვილმა ითამაშა #1TVSPORT
ქართველები ევროთასებზე - მხოლოდ მარგველაშვილმა ითამაშა #1TVSPORT

ჩემპიონთა და ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველების გუნდებმა ითამაშეს, მაგრამ უმრავლესობამ წარმატებას ვერ მიაღწია.

ჩემპიონთა ლიგა

პიუნიკი (სომხეთი) – ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) 0:2 (პირველი მატჩი 0:5)

ცრვენა ზვეზდამ“ მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა სომხეთის გუნდი იმის მიუხედავად, რომ 30-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა. ბელგრადელთა შორის ჯერჯერობით ვერ თამაშობს ირაკლი აზაროვი, რომელიც გუნდის განაცხადში არაა, რადგან ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბათუმის „დინამოში“ ითამაშა – საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველის განაცხადში შეყვანას სერბეთის ჩემპიონი მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე შეძლებს.

აპოლონი (კვიპროსი) – მაკაბი (ჰაიფა, ისრაელი) 2:0 (პირველი მატჩი 0:4)

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი რევაზ ინჯგია ამჯერადაც „აპოლონის“ სათადარიგოთა შორის დარჩა, როგორც პირველ მატჩში. კვიპროსელებმა ამჯერად მოიგეს, მაგრამ საერთო ჯამში დამარცხდნენ და თამაშს ევროპის ლიგაზე გააგრძელებენ.

შტურმი (ავსტრია) – დინამო (კიევი, უკრაინა) 1:2 (პირველი მატჩი 0:1)

„შტურმს“ კვლავ ვერ დაეხმარება საქართველოს ნაკრების შემტევი ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. ავსტრიელებმა ძირითადი დრო 1:0 მოიგეს და საერთო ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ 106-ე წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, რითაც უკრანელებმა ისარგებლეს, დამატებულ დროში ორი გოლი გაიტანეს და პლეი-ოფში გავიდნენ.

ევროპალიგა

შკუპი (ჩრ. მაკედონია) – შემროკ როვერსი (ირლანდია) 1:2 (პირველი მატჩი 1:3)

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონის შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა გაგი მარგველაშვილმა. ქართველი მცველის გუნდმა ირლანდიელებთან ამჯერადაც წააგო და კონფერენს ლიგის პლეი ოფზე გადაერთვება.

დატოვე კომენტარი