ქართველები ევროთასებზე - კვეკვესკირისა და წიტაიშვილის „ლეხი“ ახლოს არის ჯგუფში მოხვედრასთან #1TVSPORT
ქართველები ევროთასებზე - კვეკვესკირისა და წიტაიშვილის „ლეხი“ ახლოს არის ჯგუფში მოხვედრასთან #1TVSPORT

ევროთასების შესარჩევი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. პლეიოფებში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის გუნდი თამაშობს. კონფერენს ლიგის პლეიოფის პირველი მატჩი ყველაზე წარმატებულად პოზნანის „ლეხმა“ ჩაატარა, რომელმაც 2:0 მოიგო და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის რეალური კანდიდატია.

პოლონეთის ჩემპიონმა ლუქსემბურგის „დუდელანჟს“ უმასპინძლა და კრისპოფერ ველდეს (6) და მიახელ იშაკის (66) გოლებით დაამარცხა. პოზნანის „ლეხში“ 61-ე წუთიდან ნიკა კვეკვესკირი გამოჩნდა, ხოლო 67-ედან -გიორგი წიტაიშვილიც. მე-80 წუთზე მესამე გოლის გატანა, როგორც პოლონელები წერენ, გიორგის „ფენომენალური ინდივიდუალური ქმედების“ შედეგად შეეძლოთ, მაგრამ მეკარესთან ერთ-ერთზე დარჩენილმა ბურთი მეტოქის მეკარეს მოარტყა და ამ შანსით ვერ ისრგებლა.

გიორგი აბურჯანიას გუნდი, პორტუგალიური „ჟილ ვისენტე“ ნიდერლანდებში „ალკმაარს“ ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს.

გაგი მარგველაშვილმა შეუცვლელად ითამაშა ჩრიდლომაკედონიურ „შკუპიში“, რომელმაც კოსოვოს „ბალკანს“ უმასპინძლა და უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 1:2 დამარცხდა. განმეორებითი მატჩები 25 აგვისტოს გაიმართება.