ქართველები ევროპის ლიგაზე – ქვილითაია „გენტში“ გამოჩნდა, ოთხი ქართველი ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

01:04, 30.08.2019

ევროპის ლიგაზე პლეი ოფის მატჩები დასრულდა და ჯგუფური ეტაპის მონაწილეები გაირკვა. ევროპის ლიგის ჯგუფში ლაშა დვალი ითამაშებს. საქართველოს ნაკრების მცველის გუნდმა, უნგრულმაფერენცვაროშმა“, ბუდაპეშტში გამართულ განმეორებით შეხვედრაში ლიეტუვასსუდუვა“ 4:2 დაამარცხა (პირველი მატჩი 0:0) და მიზანს მიაღწია. დვალმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

ევროპის ლიგაზე თამაშის პერსპექტივა „გენტის“ სამ ქართველსაც აქვს: ბელგიელებმა პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ხორვატული „რიეკა“ 2:1 დაამარცხეს, გასვლაზე 1:1 ითამაშეს და ჯგუფში შევიდნენ. დიდი ხნის პაუზის შემდეგ, „გენტში“ გიორგი ქვილითაია გამოჩნდა, რომელიც თამაშში მე-80 წუთიდან ჩაერთო. გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ბერიძე ტრავმის გამო განაცხადშიც არ იყვნენ.

ვაკო გვილიას ვარშავის „ლეგია“ საშინაო 0:0-ის შემდეგ შოტლანდიაში, გლაზგოს „რეინჯერს“ ესტუმრა. შოტლანდიელებმა მზიანს 90+1 წუთზე მიაღწიეს, 1:0 მოიგეს და „ლეგია“ გათამაშებიდან გამოაგდეს. გვილია პოლონური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ითამაშა.

ჯანო ანანიძე 62-ე წუთიდან გამოჩნდა მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში, რომელიც პორტუგალიურ „ბრაგასთან“ გასვლაზეც დამარცხდა (0:1) და მოსკოვში განმეორებით შეხვედრაშიც – 1:2. რუსები გათამაშებას გამოეთიშნენ. მოსკოველთა შემადგენლობაში რუსეთის ნაკრების მცველმა, გიორგი ჯიქიამ შეუცვლელად ითამაშა.

ამასთან, ლუქსემბურგის გუნდი „დუდელანჟი“ ევროპა ლიგის ჯგუფში ზედიზედ მეორედ გავიდა. ერევანში „არარატ-არემნიასთან“ წაგების (1:2) შემდეგ ლუქსემბურგელებმა სახლში 2:1 მოიგეს. გამარჯვებული ძირითადმა და დამატებულმა დრომ ვერ გამოავლინა და დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც „დუდელანჟის“ ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს 5:4.

ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრილი გუნდები უეფა-სგან 2,92 მილიონ ევროს მიიღებენ.

მსგავსი