ქართველები ევროპის ლიგაზე - ლოჩოშვილის გუნდმა „ფეიენოორდს“ მოუგო, ჩაკვეტაძე მკურნალობს
ქართველები ევროპის ლიგაზე - ლოჩოშვილის გუნდმა „ფეიენოორდს“ მოუგო, ჩაკვეტაძე მკურნალობს

ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ქართველების გუნდებმაც ითამაშეს.

გლაზგოში ნიკა კაჭარავას პოზნანისლეხი“ „რეინჯერსს“ ესტუმრა და 1:0 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე მხოლოდ 87-ე წუთზე შევიდა.

ესპანურმა „გრანადამ“ სახლში სალონიკის პაოკ-ი მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ნიკა ნინუა სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

მოსკოვის ცსკა-მ საკუთარ მოედანზე ზაგრების „დინამოსთან“ 0:0 ითამაშა. მოსკოველთა რიგებში კონსტანტინე მარადიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

გენტმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ჰოფენჰაიმს“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ზედიზედ მეორე მატჩი წააგო – 1:4. ბელგიურ გუნდში ისევ არ უთამაშია გიორგი ჩაკვეტაძეს. საქართველოს ნაკრების შემტევი მკურნალობს და უცნობია, მოახერხებს თუ არა 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან საქართველოს ნაკრების დახმარებას.

ქართველების გუნდებიდან ყველაზე დიდ წარმატებას „ვოლფსბერგერმა“ მიაღწია. ავსტრიული გუნდი როტერდამში „ფეიენოორდს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დაამარცხა 1:4. „ვოლფსბერგერში“ 90 წუთი ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა და ავსტრიელთა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა, გურამ გიორბელიძე კი რეაბილიტაციას ასრულებს და დიდი ალბათობით, მოედანს უახლოეს შეხვედრაში დაუბრუნდება. ავსტრიული კლუბი 4 ქულით ჯგუფის ლიდერია.

ფოტო: gettyimages.com