ქართველები ევროპალიგაზე - ჩაკვეტაძე „გენტის“ განაცხადში არ ყოფილა
ქართველები ევროპალიგაზე - ჩაკვეტაძე „გენტის“ განაცხადში არ ყოფილა

ევროპის ლიგაზე ჯგუფური ეტაპის თამაშები დასრულდა. სამწუხაროდ, ქართველების გუნდების უმრავლესობა გათამაშებას გამოეთიშა.

D ჯგუფში პოზნანისლეხი“ 3 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა. ბოლო ტურში პოლონეთის ვიცე-ჩემპიონმა შოტლანდიელებს, გლაზგოს „რეინჯერს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. სამწუხაროდ, ნიკა კაჭარავა დაშავებულია და არ უთამაშია.

სალონიკის პაოკ-ი სახლში ესპანურ „გრანადას“ შეხვდა და 0:0 ითამაშა. ნიკა ნინუა ბერძენთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. სალონიკელებმა 6 ქულით E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და გათამაშებას გამოეთიშნენ.

L ჯგუფში ბელგიის ვიცე-ჩემპიონი „გენტი“ გერმანულ „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრა და 4;1 დამარცხდა. გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ტრავმის შემდეგ მომჯობინდა, განაცხადშიც არ ყოფილა. ბელგიურმა კლუბმა 6 მატჩში ქულაც ვერ მოიპოვა და ევროსეზონი უსახელოდ დაასრულა.

ევროპალიგის პლეი ოფში ქართველების გუნდებიდან მხოლოდ „ვოლფსბერგერი“ გავიდა, სადაც ლუკა ლოჩოშვილი და გური გიორბელიძე თამაშობენ. გუნდმა K ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და გაზაფხულზე კვლავ ორ ფრონტზე იბრძოლებს – ავსტრიის ბუნდესლიგასა და ევროპის ლიგაზე.

დატოვე კომენტარი